Close
ავტორიზაცია

გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
ძალიან კარგია
კაარგია
საშუალოა
ცუდია
ძალიან ცუდია
 

ნიორი - A. Sativum L. ნივრის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ავღანეთი და ინდოეთი ითვლება. გარეული ნიორი საქართველოშიც არის გავრცელებული „გველის ნიორას“ სახელწოდებით.

ნიორს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, იგი გამოიყენება კულინარიაში, კვების მრეწველობაში და მედიცინაში როგორც სამკურნალო საშუალება. ნიორს გააჩნია ფიტონციდური და ანტისეპტიკური თვისებები, რაც გამოწვეულია მასში არსებული ეთერზეთებით; ამ ნივთიერების გარდა ნიორი შეიცავს დარიშხანოვან ნაერთებს, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ამიტომ მას უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში.


კულტურის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება ნიორი შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ის მოყავთ ერთწლიანი კულტურის სახით კბილების ვეგეტატიურად გამრავლების შედეგად. მისი ფოთლები ვიწროა, გრძელი თასმისმაგვარი, ფერი კი მუქი მწვანე. არსებობს მოყვავილე ფორმებიც, რომლებიც ინვითარებენ საჰაერო ბოლქუნებს. თუ საჰაერო ბოლქუნებით ხდება გამრავლება, მაშინ ნიორი სამწლიანია.

        სავეგეტაციო პერიოდი 160-200 დღე     კბილების გაღივება 4-60 C    მცენარის ზრდა 18-200 C                ბოლქვის განვითარება 18-270 C           აღმონაცენი უძლებს მინუს 7-80 C

       თოვლის საფარის ქვეშ უფრო მაღალ ყინვებს უძლებს          ვეღარ ვითარდება 300C-ზევით         მოსავლიანობა: 12-15 ტონა /ჰა-ზე

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება მოხვნის წინ ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის შეტანა, ნიადაგი ნიორისთვის უნდა იყოს კარგად განოყიერებული გადამწვარი ნაკელით, მოხვნამდე შეგვაქვს ორგანული და PK სასუქის სრული დოზა.

ნიადაგის ანალიზის არქონის შემთხვევაში მინერალური სასუქების რეკომენდირებული

ნორმა:

                    N80 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;

   P120 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;     K90 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;     ორგანული სასუქი 50-60 ტ/ჰა-ზე;         მოხვნის სიღრმე 22-26 სმ;

   დარგვს წინ კულტივაცია, ფრეზირება მოსწორება;              ბაზოების ფორმირება;           სიგანე -1,0-1,2 მ;

სიმაღლე -15-20 სმ.


სარგავი მასალის შერჩევა ნივრის დასარგავად გამოიყენება ნივრის გარეთა მსხვილი კბილები, კბილების სიდიდეზეა დამოკიდებული მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. ანაგულის (შიგნითა კბილები) გამოყენება არ შეიძლება; სარგავი მასალა შეიძინეთ სანდო ადგილზე;

სარგავი მასალა შეინახეთ დეზინფიცირებულ, გრილ ( 3-50C), მშრალ, მავნებლებისა და

მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში; სარგავი მასალა დაამუშავეთ პესტიციდებით.

დარგვა და დარგვის ნორმები ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე

დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით.

       შემოდგომით - ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა;             გაზაფხულზე - თებერვალი, მარტის დასაწყისი;    უკეთესია შემოდგომით დარგვა.

 1 ჰა-ზე საჭიროა:             მსხვილ კბილა - 1200-1500 კგ.

       წვრილ კბილა - 800-1200კგ. კვების არე:             მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ.           მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ.      მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ.           შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ.  გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ.

                 1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.

 
   

ნათესის მოვლა

ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა,

ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1-2–ჯერ მორწყვა.

ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.

 ადგილი თესლბრუნვაში  თესლბრუნვაში ნივრის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია:

                   პარკოსნები, საადრეო კომბოსტო და კიტრი;

 გ ასათვალისწინებელია, რომ ნიორის დარგვა დაუშვებელია ხახვნაირი მცენარეებისგან განთავისუფლებულ ნაკვეთზე არანაკლებ 3-4 წელი.

მოსავლის აღება

ნივრის მოსავლის აღება ხდება, როგორც კი ფოჩი გაყვითლდება და ჩაწვება. მოსავლის

აღება ხდება ხელით ან/და ამომთხრელი მანქანით.

შენახვა  იწვნება გალებად და იკიდება;  ე ჭრება ფოჩი და ინახება გრილ, დეზინფიცირებულ, მავნებლებისგან დაცულ სათავსოში.

ნიორის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკა 1- ჰა-ზე გადაანგარიშებით


დიზელის საწვავი 1ლ.–2,22 ლარი - 2,22 მუშა ხელი–25 ლარი /დღეში - 25 სასუქი 1 კგ.-1,5 ლარი -1,5

სამუშაოს დასახელება

შესრულების დრო

დიზელის საწვავი

თესლი,სასუქი, ჰერბიციდი,

პესტიციდი,წყალი და სხ.

 

დარიცხული

ხელფასი, ლარი

სულ ხარჯი, ლარი

 რ–ბა ლიტრი

ფასი,

ლარი

რ–ბა

ლიტრი,კგ. ცალი

ფასი,

ლარი

მუშა

ნიადაგის გაწმენდა

ანარჩენებისგან

აგვისტო

 

 

 

 

2

50

50

სასუქების შეტანა

(ორგანული, მინერალური)

აგვისტო

15

33,3

40000

1600

2

50

1683,3

ნიადაგის ძირითადი ხვნა 20-22სმ

სექტემბერი

30

66,6

 

 

 

 

66,6

კულტივაცია, დაფარცხვა

ოქტომბერი

15

33,3

 

 

 

 

33,3

სასუქის შეტანა დარგვის წინ

ოქტომბერი-ნოემბერი

 

 

235

352,5

 

 

352,5

სარგავი მასალის შეწამვლა

ოქტომბერი-ნოემბერი

 

 

0,5

50

3

75

125

დარგვა ხელით, ან სარგავი მანქანით

ოქტომბერ ნოემბერი

 

 

 

 

60

1500

1500

მორწყვა ხელით, ან

წვეთოვანის გაშლა

ოქტომბერ-ნოემბერი

 

 

 

 

2

50

50

მარგვლა მწკრივთა და

მცენარეთა შორის 2015 წელს 2–ჯერ

მარტი–აპრილი

 

 

 

 

60

1500

1500

გაფხვიერება მწკრივებსა

და მცენარეებს შორის

2–ჯერ

აპრილი–მაისი

 

 

 

 

60

1500

1500

მწკრივებს შორის კულტივაცია 2-ჯერ

აპრილი მაისი

15

33,3

 

 

 

 

33,3

მორწყვა 2-ჯერ

მაისი–ივნისი

 

 

 

 

4

100

100

სამელიორაციო ხარჯი

 

 

 

 

 

3

75

75

წამლობა 3–ჯერ

აპრილი-მაისი

 

 

0,5

100

3

75

175

ბოლქვის ამოღება, გასუფთავება და ბადურებში მოთავსება

ივლისი-აგვისტო

 

 

 

 

50

1250

1250

ტრანსპორტირება

ივლისი-აგვისტო

15

33,3

 

 

5

125

158,3

დასაწყობება

 ივლისი-აგვისტო

 

 

 

 

5

125

125

მიწის გადასახადი

 

 

 

 

 

 

 

82

სარგავი მასალის

ღირებულება

 

 

 

1000

2000

 

 

2000

 

 

 

 

 

 

 

სულ

10859,3

პროდუქცია 12 ტონა, თუ გავყიდე 1,5 თეთრად:

მოსავალი კგ

ფასი ლარი

შემოსავალი

მოგება

 

12000

1,5

18000

7140,7

  

 
Design Web studio SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია