Close
ავტორიზაცია

გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
ძალიან კარგია
კაარგია
საშუალოა
ცუდია
ძალიან ცუდია
 

კიტრი (ლათ. Cucumis sativus) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე სიგრძის) და გვერდითი ფესვებისაგან, ესენი ძირითადად ნიადაგის სახნავ (10-30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა. სიგრძე 1,5—2 მ აღწევს. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმებიც. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთლუთხიანი. ცალსქესიანი, ერთსახლიანი მცენარეა. გვხვდება ორსახლიანიც. ნაყოფი 5-100 სმ-მდე სიდიდისაა. ცილინდრული ფორმა აქვს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა ინდოეთი.

კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. ქორფა, 3—4 დღიანი ნაყოფისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფის ქიმიური შედგენილობა ასეთია (%-ობით): წყალი 95-96, მშრალი ნივთიერება 4-5, მ. შ. შაქრები 2-2,5, ცილოვანი ნივთიერება 1,0, ცხიმი 0,1, უჯრედისი 0,7, ნაცარი 0,4 შეიცავს C, B1, B2ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებს.

1973 წლიდან საქართველოში ღია გრუნტისათვის დარაიონებულია მუხრანული ადგილობრივი, ნეჟინური 12, ნოვოჩერკასკის 385, რუსტემი 96-1, ნეროსიმი 40; დახურული გრუნტისათვის „მნოგოპლოდნი 3263“, ჰიბრიდი „ტეპლიჩნი 40“. კიტრისთვის საუკეთესოა ნოყიერი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქარისაგან დაცული ნიადაგი. თესლი ითესება მწკრივად და ბედობრივად. გრძელბარდიანი ჯიშები (მუხრანული) ითესება კვადრატულ-ბუდობრივად 100×100 სმ, ხოლო ᇛოკლებარდიანი —— 70×70 სმ-ზე. ბუდნაში ტოვებენ 3-4 მცენარეს. კიტრის უმრავლესობა მავნებელია აბლაბუდიანი ტკიპა, ბუგრი; დაავადებანი — ნაცარი, ბაქტერიოზი, თეთრი სიდამპლე, ანთრაკნოზი.

 
Design Web studio SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია