Close
ავტორიზაცია

გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
ძალიან კარგია
კაარგია
საშუალოა
ცუდია
ძალიან ცუდია
 

კარტოფილი (ლათ. Solánum tuberósum) — ტუბერისებრი ნაყოფის მქონე ერთწლიანი მცენარე. სიტყვა "კარტოფილის" შეიძლება ეხებოდეს როგორც თავად მცენარეს ასევე საკვებად ვარგის ტუბერს. კარტოფილი მსოფლიოში გავრცელდა ანდებიდან და მას მერე გახდა სიდიდით მეოთხე საკვები დედამიწაზე - სიმიდის, ხორბლის და ბრინჯის შემდეგ.

 

საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სელექციის შედეგად დღეს მსოფლიოში კარტოფილის ათასზე მეტი სახეობა არსებობს. ამ სახეობათა 99%-ზე მეტის ფესვები მოდის ჩილედან, საიდანაც მოხდა კარტოფილების გადატანა ანდების მაღალმთიან ადგილებში.

 

კარტოფილის მოყვანა - კარტოფილის მოყვანა ხდება სათესლე კარტოფილიდან - ეს არის სპეციალურად გამოყვანილი დაავადებაგამძლე ტუბერები, რომლებიც იძლევიან ჯანსაღ მოსავალს. კარტოფილის დასათესი ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება. მაგალითად: აშშ-ში 50 შტატიდან მხოლოდ 15 არის დაშვებული სათესლე კარტოფილის გამოყვანა. ეს შტატები შერჩეულია მათი ცივი და სუსხიანი ზამთრის გამო, რომლის დროსაც ხდება პარაზიტების განადგურება, და გრძელი დღეების გამო, რაც აუცილებელია კარტოფილის ოპტიმალური განვითარებისთვის ზრდის პერიოდში.

 

კარტოფილის განვითარება იყოფა ხუთ ეტაპად:

  - პირველი პერიოდის განმავლობაში კვირტები ამოდიან თესლიდან და იწყება ფესვთა სისტემის განვითარება;

  - მეორე პერიოდის დროს იწყება ფოტოსინთეზი მცენარეს უვითარდება ფოთლები და ტოტები;

  - მესამე ეტაპის დროს ფოთლების ქვედა ღეროებიდან ვითარდება წამონაზარდები, რომლებიც იზრდებიან ქვევით მიწაში. ამ წამონაზარდ ღეროებზე ხდება ახალი ტუბერების აღმოცენება.  ეს პერიოდი ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) ემთხვევა კარტოფილის ყვავილობას ტუბერების ფორმირება ფერხდება როდესაც ნიადაგის ტემპერატურა აღწევს 27 °C. ამის გამო  კარტოფილი ითვლება გრილი კლიმატის კულტურად;

  - მეოთხე ფაზის დროს მიმდინარეობს ტუბერების ინტენსიური ზრდა, ამ დროს მთელ თავის რესურსებს მცენარე ამისამართებს ახლად ჩამოყალიბებული ნაყოფებისკენ. ამ ეტაპისთვის      კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა, ტემპერატურა და მასში შემავალი საკვები ელემენტების რაოდენობა და ბალანსი, ასევე მავნებლების მიმართ  მდგრადობა;

- მეხუთე ეტაპი არის ტუბერების ზრდისა და ფორმირების დასრულება, ამ დროს ხდება მცენარის გახმობა, ნაყოფის კანის გამაგრება და მათში შემავალი შაქარი გარდაიქმნება სახამებლად.

 

ტუბერების ნაწილი იზრდება ნიადაგის ზედაპირთან ახლოს. ვინაიდან მზე იწვევს მათ გამწვანებას, დიდი ფერმერები ამის თავიდან ასაცილებლად ახდენენ ნათსების დამატებით შემომიწვას. წვრილი მეურნეობები კი ამჯობინებენ ხოლმე ასეთი ტუბერების დაფარვას მულჩით.

კარტოფილი სენსიტიურია ძლიერი ყინვების მიმართ. ტუბერის გაყინვამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში მოსავლის ინტენსიური ლპობა.

კარტოფილის აღება მაის-ივნისში ხდება მისი განვითარების მეოთხე ფაზაშიც - ე.წ "ახალი კარტოფილი".

მოსავლის აღება ხდება სპეციალური სათხრელებით, რომლებიც ტუბერებს თხრიან და ტოვებენ მიწის ზედაპირზე რის შემდეგაც ხდება მათი ხელით აკრეფა. დიდი მეურნეობები იყენებენ სპეციალურ კომბაინებს.

 
Design Web studio SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია